აზიანებს თუ არა სოციალური მედიის სილამაზის ტენდენციები ახალგაზრდა გოგონებს?
კულტურა
5 წუთი კითხვისთვის
აზიანებს თუ არა სოციალური მედიის სილამაზის ტენდენციები ახალგაზრდა გოგონებს?ვირუსული სილამაზის ტენდენციების გავლენა მოზარდ გოგონებზე და კანის მავნე მოვლის რუტინების შედეგები.
"სილამაზის ტენდენციები"
12 თებერვალი 2025

დღევანდელ სამყაროში სილამაზე ყველგანაა – ჩვენს ტელეფონებში, ყველაზე არხზე, რომელსაც ჩვენ „ვსქროლავთ“. სოციალური მედია და ინფლუენსერები ახალგაზრდა გოგონების საკუთარი თავის აღქმის ფორმას აყალიბებენ. ლამაზი ვიდეოების ყურებით დაწყებული გართობა, შესაძლოა სწრაფად გადაიქცეს კანის მოვლის აკვიატებად. რა მოხდება, თუკი ახალგაზრდა გოგონები ზრდასრულებისთვის შექმნილ სილამაზის სტანდარტებს მიჰყვებიან? ამ ეპიზოდში, ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებს ახალგაზრდა თინეიჯერი გოგონების ცხოვრებაზე ვირუსული ვიდეოები და ინფლუენსერების კულტურა, რომელიც სილამაზის სტანდარტებს განსაზღვრავს. 

ყველაფერი დაიწყო სურვილით, რომ კარგად გამოიყურებოდეს. 11 წლის სკარლეტს სილამაზის ინფლუენსერების ყურება მოსწონდა. მათი კაშკაშა კანი და თითქოს ჯადოსნური კანის მოვლის საშუალებები მას აღაფრთოვანებდა. მალე, ეს აღტაცება აკვიატებად გადაექცა.  სკარლეტი, სულ რაღაც 10 წლის ასაკში, უკვე ნაოჭების გამო ნერვიულობდა. სახის გამწმენდი საშუალებები, ნიღბები, სპრეები, დამატენიანებლები – ამ ყველაფრით მან მთელი რუტინა შეიმუშავა.

არც თუ ისე დიდი ხნის გასვლის შემდეგ, ყველაფერი უკუღმა წავიდა. ერთ ღამეს, კანის მოვლის საშუალებების გამოყენების შემდეგ, სკარლეტის სახემ წვა დაიწყო და კანი ბუშტუკებით დაეფარა. პროდუქტები, რომლებსაც ის იყენებდა, ზრდასრულებისთვის იყო განკუთვნილი და ნაზი, ახალგაზრდა კანისთვის ძალიან  მძიმე გამოდგა. თვეების შემდეგაც კი, სკარლეტი ჯერ კიდევ ამ რუტინის შედეგებს ებრძოდა.

სკარლეტის ამბავი ერთადერთი არაა. ეს მზარდ ტენდენციას ასახავს. 8 წლის გოგონებიც კი დერმატოლოგებს ქიმიური დამწვრობებითა და ალერგიული რეაქციებით მიმართავენ. ვირუსული ტენდენციები, როგორიცაა #SephoraKids, ამ აკვიატებას აძლიერებენ, გოგონებს უბიძგებენ იმისკენ, რომ მათ გამოსცადონ კანის მოვლის რუტინები, რომლებიც გაცილებით უფროსი ასაკის ქალებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ზიანი მხოლოდ ფიზიკური არ არის. 

ექსპერტები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ამ ყველაფერს ფსიქოლოგიური გავლენაც აქვს. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა TikTok და Instagram, ახალგაზრდა გოგონებს უნაკლო კანისა და გლუვი თმის მსგავსი სილამაზის სრულყოფილი გამოსახულებებით „ბომბავს”. ეს გამოსახულებები და ვიდეოები გაუმჯობესებულია ფილტრებითა და სამონტაჟო საშუალებებით. მაგრამ ახალგაზრდა გოგონები, სრულყოფილი იერსახის შემქმნელი კულისების მიღმა არსებულ ამ მაგიას ვერ ამჩნევენ. 

ამ არარეალურ ვიზუალებთან შესაბამისობის ზეწოლამ შეიძლება მავნე ზემოქმედება გამოიწვიოს. ფართო კვლევა აჩვენებს, რომ გარეგნობაზე გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება თავდაჯერებულობას ზიანი მიაყენოს. ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც ცდილობენ ამ სტანდარტებს მიჰყვნენ, ზრდასთან ერთად იწყებენ შფოთვასთან, თვითშეფასების პრობლემებთან და დეპრესიასთან ბრძოლას. ბევრისთვის, კანის მოვლა სხვა რამედ იქცა – ის სოციალური ინტეგრაციის საშუალება გახდა. 14 წლის გოგონას მიას, ნიუ-იორკიდან, დიდად არ აინტერესებდა კანის მოვლა. მაგრამ როცა მერვე კლასში გადავიდა, ყველაფერი შეიცვალა. მის სკოლაში გოგონებს უკვე ჰქონდათ კანის მოვლის რუტინა; სოციალური მედიის ინფლუენსერები მას ზუსტად უჩვენებდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა „სიტუაციაზე მოსარგებად”. როგორც ბევრმა სხვამ, მიამაც  თავისი ყოველკვირეული დანაზოგი სახის ძვირადღირებულ პროდუქციაში დახარჯა. მან იყიდა ყველაფერი ის, რასაც მისი საყვარელი ინფლუენსერები იყენებდნენ. ის, რაც უბრალო ცნობისმოყვარეობით დაიწყო, ძვირადღირებულ ჩვევად გადაიქცა– სპრეები, შრატები, დამატენიანებლები - ყველა მათგანი ძვირადღირებულ ბრენდს განეკუთვნებოდა. პროდუქცია, რომლებსაც ის იძენდა, იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე ამაში რომელიმე ზრდასრული გადაიხდიდა. კანის მოვლა მხოლოდ კარგად წარმოჩენას გასცდა და „კუთვნილების“ საშუალებად გადაიქცა. ინფლუენსერებმა მას აგრძნობინეს, რომ იმავე პროდუქციის ქონით ამ „კუთვნილების“ ნაწილი ხდებოდა. 

ასეთ ახალგაზრდა ასაკში ეს აკვიატება კანის მოვლასთან დაკავშირებით ფართო პრობლემის ნაწილია, ეს ახალგაზრდებზე სოციალური ქსელების გავლენაა. მია, ისევე როგორც თავისი ასაკის ბევრი გოგონა, დაინტერესებული იყო „მოემზადე ჩემთან ერთად“ სახელწოდების ვიდეოებით – სადაც ინფლუენსერები თავიანთ რუტინებს მილიონობით გამომწერს უზიარებენ. ამ ინფლუენსერებს ხშირად უხდიან ბრენდები, რათა მათი ვიდეოები ძალიან პირადულად გამოიყურებოდეს. ისე, თითქოს ერთი მეგობარი მეორეს რჩევას უზიარებს. რაც ნამდვილად შემაშფოთებელია, ეს ის ცოდნაა, რომელსაც ახალგაზრდა გოგონები ვიდეოებიდან იღებენ. მათ ასწავლიან, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ სრულყონ თავიანთი გარეგნობა, თუმცა ეს ხდება იმ ასაკში, როდესაც ისინი მხოლოდ იწყებენ თავიანთი იდენტობის ფორმირებას. კვლევები აჩვენებს, რომ გარეგნობაზე ობსესიამ შეიძლება გაამწვავოს შფოთვა, დეპრესია და სხეულის გამოსახულების პრობლემები. ამ აკვიატების ზრდასთან ერთად სილამაზის ინდუსტრიაც ამ ტენდენციით სარგებლობს.

კვლევები აჩვენებს, რომ 14 წლამდე ბავშვები სილამაზის საშუალებების გაყიდვების მნიშვნელოვან ნაწილს მართავენ, ამასთან განსაკუთრებით მაღალი დონის პროდუქციას. მაგრამ ბევრი პროდუქტი, რომელსაც ისინი ყიდულობენ, შეიცავს მავნე ინგრედიენტებს, როგორიცაა რეტინოლი და ქიმიური ექსფოლიანტები. ამ ინგრედიენტებმა შეიძლება ახალგაზრდა კანს გრძელვადიანი ზიანი მიაყენოს. დერმატოლოგები რეკომენდაციას გვიწევენ, რომ ბავშვებმა გამოიყენონ მხოლოდ ძირითადი საშუალებები – უბრალოდ ნაზი გამწმენდი, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი. ნებისმიერი რამ ზედმეტია მათი ახალგაზრდა კანისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებები, როგორიცაა ნაადრევი დაბერება და ნაწიბურები.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაფრთხილებები ზრდასრულებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ახალგაზრდა კანისთვის საფრთხეების შესახებ, ბევრი კომპანია ამ დაუცველი მასისთვის მარკეტინგს აგრძელებს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვედეთში, ბავშვებს მკაცრი კანონები იცავს. იქ, მოზარდებს დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტების შესაძენად მშობლის თანხმობა სჭირდებათ. მაგრამ სხვაგან, მაგალითად, ამერიკის კალიფორნიის შტატის მსგავს ადგილეში, არასაკმარისი აღმოჩნდა მცდელობა, დაარეგულირონ ამ პროდუქტების გაყიდვა 13 წლამდე ბავშვებისთვის.

ზოგი მშობლისთვის ბრძოლა სახლში იწყება. ბევრი მშობელი აღშფოთებულია მათი შვილების სახის კანის მოვლის საშუალებების სიმრავლით.  ზოგიერთი კი, მაგალითად, მიას დედა, სანდრა, შვილის კანისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად ყველა პროდუქტის გადაყრის მსგავს მკაცრ ზომებს იღებს. თავდაპირველად, მია გაბრაზებული იყო. თუმცა საბოლოოდ დედამისის გადაწყვეტილების სიმართლეში დარწმუნდა. ის მიხვდა, რომ უფრო მარტივი რუტინით, კანი უფრო ჯანსაღია და, რაც მთავარია, უფრო მეტად თავდაჯერებულია. სკარლეტის დედა კი, ამ საფრთხის შესახებ ინფორმირებული არ იყო.  მას ჯერ კიდევ ახსოვს ის დრო,  როდესაც მისი ქალიშვილის სახე დაიწვა იმ პროდუქციით, რომლებიც განკუთვნილი იყო კანის სრულყოფილებისთვის. იმ ტკივილის დანახვამ, რომლის გადატანაც მის ქალიშვილს მოუწია, უფრო ფრთხილი გახადა. დღეს ის კანის მოვლის ინდუსტრიაში ბავშვების უფრო მკაცრი გაფრთხილებებისა და მეტად დაცვის უზრუნველსაყოფად მუშაობს. 

სილამაზის ინდუსტრიის ზრდასა და სოციალური ქსელების გავლენის გავრცელებასთან ერთად, ახალგაზრდა გოგონები უნდა იყვნენ დაცული ზეწოლისგან, რომლებიც მათ სილამაზის შეუძლებელი სტანდარტების დაცვას აძალებს. სკარლეტისა და მიას მსგავს ისტორიებს სულ უფრო და უფრო მეტად ვხვდებით. ზოგიერთი მშობლის ჩარევის მიუხედავად ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება ზემოდან უნდა დაიწყოს. ჩვენსაკუთარ თავს უნდავკითხოთ: რასვასწავლითრეალურადმომავალთაობას? სილამაზეს თუ თავიანთი თავის ისეთის მიღებას, როგორებიც არიან?

აღმოაჩინეთ
2024-ის BRICS-ის აღზევების გარდამტეხი წლის მიზეზი
შოლცის დაცემის შემდეგ გერმანია გზაჯვარედინზეა
7 ოქტომბრის მნიშვნელობა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ისტორიაში
პალესტინელი ექიმი გარდაიცვალა ისრაელის ციხეში მას შემდეგ, რაც უარი თქვა ღაზის დატოვებაზე
მიმოხილვა სიონისტურ ტერორიზმზე, რამაც გამოიწვია ისრაელის დაარსება
სტარმერი აცოცხლებს ბლერის ეპოქის პოლიტიკას, ღალატობს ბრიტანელებს პალესტინის საკითხზე
შეიძლება თუ არა აშშ-ს სანქციებმა ICC-ზე შეაფერხოს ისრაელის ომის დანაშაულების გამოძიება?
პოლიციამ დაიწყო გამოძიება სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე „ამბოხის“ ბრალდებით
როგორ იზიდავდა ირანი იუდეველებს, რომლებიც სოციალურად გაიზოლირებულნი იყვნენ ისრაელში, ჯაშუშებად?
გოლანის მაღლობების მნიშვნელობა და ისრაელის კონტროლის მცდელობა
სამხრეთ კორეის კანონმდებლები უარყოფენ პრეზიდენტის საომარი მდგომარეობის გამოცხადებას
ქოლერა მძვინვარებს სუდანში: 1,200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მიმდინარე კონფლიქტების ფონზე
ბანგლადეშმა დაგმო ინდოელი პოლიტიკოსის მოწოდება გაეროს სამშვიდობო ძალების შესახებ
შვეიცარიამ გაათავისუფლა და დეპორტაცია გაუკეთა პალესტინური წარმოშობის ამერიკელ ჟურნალისტს ალი აბუნიმა
გამოიწვევს თუ არა OpenAI-ის გარიგებები მედია კომპანიებთან ჟურნალისტების გზის აბნევას?
შეხედეთ TRT Global-ს. გაუზიარეთ თქვენი უკუკავშირი!
Contact us